საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1773823577
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია: „განუზომ...
1773823472
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...
1773823319
საზოგადოებასოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...
1773823282
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება
რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...
1773821523
ახალი ამბები„გვქონოდა იმისი ფუფუნება გვეცხოვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის ეპოქაში...“ - ლევან მაჭავარიანი
„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ემოციურ პოსტს ავრცელებს: ვუსამძიმრებ სრულიად საქა...


























