ანდრია ჯაღმაიძე: დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი და საინტერესო იყო.

მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.

„შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები.

ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა. ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით.

საპატრიარქოს მხრიდან ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს შესაბამისი დახმარება მიეცეთ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779254398

ახალი ამბები

გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს: სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია - მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები ამაყობენ თქვენით, მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. „დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ჩე...

გივი მიქანაძე

1779253048

ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხ...

კათოლიკოს-პატრიარქი

1779223351

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულ შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს,...

აშშ-სა და ირანს შორის

1779221439

ახალი ამბები

პატრიარქი მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

ამა წლის 18 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდა სა...

პატრიარქი პატრიარქი

1779220287

ახალი ამბები

ზაზა ლომინაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა დგას გამოწვევის წინაშე, თუ რაზე შეაჩერონ არჩევანი - მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყვე...

ზაზა ლომინაძე