თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს.
„თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია.
კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97%. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა, HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება.
ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება.
„შესაბამისი მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე, პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად, საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების მანძილზე აღნიშნულის გარდა არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.
„ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი - ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ, საქართველოც არ არის გამონაკლისი.
სწორედ ამიტომ, ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება, დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1779257488
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ქართველი კანონმდებლები შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში შეხვედრას გამართავენ პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივ...
1779255853
ახალი ამბებიჭეიშვილი გერმანიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ
„ეს არის მორიგი აბსურდის თეატრი, რომელიც დაიდგა მარიონეტული პირების მიერ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ის...
1779254398
ახალი ამბებიგივი მიქანაძე მე-12 კლასელებს: სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია - მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები ამაყობენ თქვენით, მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. „დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ჩე...
1779253048
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხ...
1779223351
მსოფლიოაშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულ შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს,...































