გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს: სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია - მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები ამაყობენ თქვენით, მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.
ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.
სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.
მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.
გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!“ – აღნიშნავს გივი მიქანაძე.
1779217243
ახალი ამბებიმაია ბითაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე: გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ჩვენ ევრო ბიუროკრატიას ვუწოდებთ და თუ რა მეთოდებს იყენებს საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით
ზაარბრიუკენი თბილისს დაუმეგობრდა საბჭოთა საქართველოს დროს და აქტიური კავშირი შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლის მმართველობა და პოლიტიკური წყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დ...
1779214758
მსოფლიოვლადიმერ პუტინი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, - იტყობინება TASS-ი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნ...
1779212263
ახალი ამბები„თავისუფლების მოედნის“ წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
„ასეთი ღია წერილები არის გათვლილი შიდა აუდიტორიისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში... როდესაც „ოცნებას“ კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის...
1779211144
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ მას საკმარისი დრო არ აქვს, რათა კვლავ განმარტოს ირანთან ომის მიზეზები - „ირანთან ომი აშშ-ში პოპულარულია“
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგების მიუხედავად, ირანთან ომი არაპოპულარული არ არის. ინფორმაციის cbsnews-ი ავრცელებს. „ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარ...
1779210263
ახალი ამბებისაქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს....































