პატრიარქი მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

ამა წლის 18 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდა საგანგებოდ მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაპირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს როსტისლავს, მოგვიანებით კი უმასპინძლა მსოფლიო საპატრიარქოს, ალექსანდრიის, ანტიოქიის, მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირები.

შეხვედრისას სტუმრებმა განსაკუთრებული პატივისცემით გაიხსენეს ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი ეკლესიისა და ერის წინაშე. ასევე აღინიშნა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა საქართველოში ჩამოსვლა მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეებში, რაც ძმური თანადგომისა და ერთსულოვნების განსაკუთრებულ გამოხატულებად შეფასდა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ამ მძიმე და ისტორიულ დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის, ნუგეშისა და მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებული მსახურება უსურვეს.

საუბრისას მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ასევე აღნიშნა, რომ მასა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის შედგა გულთბილი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მსოფლიო პატრიარქმა მას აღსაყდრება მიულოცა, ნაყოფიერი და ხანგრძლივი მსახურება უსურვა და უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია.

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებულ მსახურებაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების მონაწილეობას. ხაზი გაესვა ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მასშტაბურობასა და სულიერ ერთობას.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადი მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისათვის. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779211144

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ მას საკმარისი დრო არ აქვს, რათა კვლავ განმარტოს ირანთან ომის მიზეზები - „ირანთან ომი აშშ-ში პოპულარულია“

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგების მიუხედავად, ირანთან ომი არაპოპულარული არ არის. ინფორმაციის cbsnews-ი ავრცელებს. „ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარ...

ტრამპი

1779210263

ახალი ამბები

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს....

 სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქარ

1779208441

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

„ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან...

ბექა ძამაშვილი

1779207562

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით

„ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რ...

თამარ იოსელიანი

1779207524

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილის...

თამარ იოსელიანი