ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა საკუთარი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო
„ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებაში გადაიტანოს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით.
„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარედ. ამიტომ, სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა საკუთარი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო - გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ - ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია ეს გასაღებიო, აქ არის თუ იქ არისო, მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი სირცხვილია და ხალხს გლოვა უნდა აცადონ.
„ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს, სირცხვილია, დააცადეთ ხალხს გლოვა. მოვრჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს. ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობაა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
1774276180
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის და გვქონდა განცდა იმედის - ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის, ეს უნდა შევინარჩუნოთ
„ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძ...
1774274085
ახალი ამბებიმღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: პატრიარქმა გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, ღმერთმა ინებოს, რომ ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში
რასაც ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, - განაცხადა საბურთალოს წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა „...
1774272755
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსისსაავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიან...
1774271287
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7231 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1774271050
ახალი ამბებიშარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანა...































