დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის და გვქონდა განცდა იმედის - ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის, ეს უნდა შევინარჩუნოთ
„ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ასე ერთად მდგომი და შეკრული ერი მან 9 აპრილს იხილა.
„მახსენდებოდა 9 აპრილის შემდგომი დღეები, როდესაც თან ტრაგედია ტრიალებდა ჩვენს გულში და თან გამარჯვების რიჟრაჟი იყო და ყველა ერთმანეთის ჭირისუფალი ვიყავით, ყველა ერთმანეთის იმედი ვიყავით. დაახლოებით ასეთი რამე იყო აქ, მთელი საქართველო ერთმანეთის ჭირისუფალი გახდა და უცხო ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებდნენ. თუმცა, ნუგეში ძალიან დიდი იყო ამ ერთობით და ჩვენ დავინახეთ მასშტაბი იმ აზროვნებისა და იმ მზრუნველობის თავის ერზე, რასაც პატრიარქი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში აკეთებდა.
ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის. ეს ის არის, რაც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ.
ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით, ჩემი მშობლები 80 წლისები არიან. მამაჩემი ორჯერ არის ნაინსულტარი. ისე რომ არც ვიცოდით, სახლიდან გავიდნენ, თითქმის 5 საათი ვერ დავუკავშირდით და ამ რიგში ჩამდგარან და უკვე რომ დატოვეს ტაძარი მერე შევძელით დაკავშირება. უკვე იყო ღამის 2-ის ნახევარი. თან ამაყობდა მერე, რომ „მაინც ხომ შევძელი პატრიარქთან მისვლაო“. ეს ალბათ არის იმ ყველაფრის გამოვლენა, რაც პატრიარქს ხალხისთვის აქვს გაკეთებული“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
1774271050
ახალი ამბებიშარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანა...
1774270828
ახალი ამბებივოლსკი: პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ
ამ დღეებმა აჩვენა, რომ პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება და დიდი სიმპათია მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა. არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ სხვა კონფესიის...
1774269568
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მოგვიწია, რადგან სწორედ ეს არის ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც საკითხი ეგზისტენციალური ხდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში იმყოფება. უნგრეთის პარლამენტში პატრიოტთა პირველი ასამბლეა მიმდინარეობს - მთავარი განსახილველი საკითხებია სუვერენიტეტი და მიგრაცია. ღონ...
1774268788
სპორტივილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის
მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის, - განაცხადა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. აღნიშნულით სანიოლი საქ...
1774267592
ახალი ამბებიცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა დ...































