შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ!, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
მისი განცხადებით, მანჯგალაძისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების მიერ ფორმირებულმა ორგანომ პოლიციელებს ხელისუფლების წევრების დაპატიმრებისკენ მოუწოდა და უკანონო გზით ხელისუფლების ცვლილების მოწოდება არაერთხელ გააჟღერა, ხოლო მანჯგალაძე არც ერთ ამ მოწოდებას არ გაემიჯნა.
„ამ ორგანომ მოუწოდა პოლიციელებს, დაეპატიმრებინათ ხელისუფლება, ხელისუფლების უკანონო ცვლილების მოწოდება არაერთხელ გააჟღერა. ბოლოს მოუწოდა პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ, გასაღების ჩაბარებას ეძახდნენ. არც ერთ ამ მოწოდებას არ გაემიჯნა. არც ეს ხელმძღვანელი ორგანო დატოვა. ასეთი ხელმძღვანელი ორგანოს წევრობა, რომლის მოწოდებამაც მძიმე დანაშაული გამოიწვია, ხუმრობა და საბავშვო გართობა არ არის. იგი სრულწლოვანია კარგა ხანია და ამას უნდა აცნობიერებდეს. სხვებიც უნდა აცნობიერებდნენ“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც პაატა მანჯგალაძის საქმეს ეხება, ვკითხულობთ: „საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი“.
1774268788
სპორტივილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის
მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის, - განაცხადა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. აღნიშნულით სანიოლი საქ...
1774267592
ახალი ამბებიცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა დ...
1774267023
ახალი ამბებიიონათამიშვილი პატრიარქზე: მისი მიძინებაც ქართველობის და ქრისტიანობის საუკეთესო გაკვეთილად იქცა, ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ, რომელიც თაობებს ასწავლის ერთიანობას, მადლიერებასა და სიკეთეს
1 700 წელია, რაც არსებობს ქართული სამოციქულო ეკლესია და ღვთის როგორი მადლია, რომ 1 700 წლის მერე გვყავდა პატრიარქი, რომელიც ყველაზე ეპოქალური და საყოველთაო იყო. ვინც იყო - ბავშვების საყვარელი პატრიარქ...
1774264799
ახალი ამბებიზერეკიძე: გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლო...
1774263031
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. მიხეილ ყაველაშვი...































