პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კანონპროექტით ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ ინსტიტუციური ცვლილება, მისი ფუნქციური მანდატის გაფართოება და სახელწოდების ცვლილება.
„სააგენტო, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა, განახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას. ასევე, სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან გადადის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული იყო, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ ახალი სახელწოდება ყოფილიყო „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო“, თუმცა წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება სააგენტოს სახელწოდება განისაზღვროს როგორც „ინვესტიციების სააგენტო“.
„მიზანშეწონილია, რომ სააგენტოს სახელწოდება ჩამოყალიბდეს როგორც „ინვესტიციების სააგენტო“. ცვლილება უკავშირდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე რეორგანიზაციას, რომლის საფუძველზეც საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები აღნიშნულ სააგენტოს გადაეცემა. შესაბამისად, „ინვესტიციების სააგენტოს“ ასევე გადაეცემა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ის ასიგნებები, რომლებიც ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერისათვის არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
1777385634
საზოგადოებაპრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები
ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...
1777383811
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუ...
1777382955
ახალი ამბებიპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა...
1777382653
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი - მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს...
1777382264
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...



























