ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.
მან წარმატება უსურვა სულხან თამაზაშვილს ახალ პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაუდგა სათავეში, გამორჩეული მნიშვნელობის უწყებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. აქაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი კრიმინალის კუთხით. საკმარისად ეფექტიანი არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც კონკრეტულად აჭარის მაგალითზეც ძალიან მკაფიოდ ჩანდა, თუმცა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ კუთხითაც გვქონდა სერიოზული მიღწევები და დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანის მინისტრობის პირობებში და პერიოდში, გვექნება ახალ-ახალი ძალიან დიდი წარმატებები ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, ბატონ სულხანს ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები ამ საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1777385634
საზოგადოებაპრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები
ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...
1777383811
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუ...
1777382955
ახალი ამბებიპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა...
1777382653
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი - მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს...
1777382264
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...


























