მეუფე ნიკოლოზი: უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ

უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სინოდის გაფართოებულ სხდომაზე მეტი მხარდაჭერაც მიიღოს, ვიდრე დღეს.

„კანდიდატებს ყველანი ვიცნობთ, ახალი რა უნდა ეთქვათ. ადრე ითქვა, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თავისი პროგრამაო. ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ ვიცი, რა იქნება გაფართოებულ სინოდზე. უკვე გასაგებია, ღვთის ნება როგორია, დღეს ეს უკვე ცხადია. გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ. გაფართოებულ კრებაზე მოსული ადამიანები მხოლოდ აზრს გამოთქვამენ. დღეს ითქვა, თითოეულ ეპარქიას ამისთვის სამი წუთი მიეცესო. წარმოუდგენელია, 1 500-მა კაცმა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, გაფართოებულ კრებას ერთადერთი იმ მხრივ აქვს მნიშვნელობა, რომ ისტორიული მოვლენაა. ადამიანებს, ვინც მას დაესწრებიან, ექნებათ შეგრძნება, რომ მონაწილეობა მიიღეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია. როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანდიდატები არიან - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

ჯაღმაიძის ინფორმაციით, 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, დანარჩენმა კანდიდატებმა კი - 7-7 ხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777385634

საზოგადოება

პრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1777383811

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუ...

პროკურატურა

1777382955

ახალი ამბები

პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა...

გეკა გელაძე

1777382653

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი - მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს...

ანდრია ჯაღმაიძე

1777382264

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი