პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას
პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.
როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დედაქალაქის - თბილისის გარდა, არც ერთ სხვა თვითმმართველ ქალაქს არ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება და შესაბამისად, არ გააჩნია საჯარო და ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო საჯარო სამართლებრივი ინსტრუმენტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.
„ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მოქნილობას. იგი არ ექვემდებარება იმავე ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რაც შეიძლება დამახასიათებელი იყოს უშუალოდ მუნიციპალიტეტის სტრუქტურებისთვის. სსიპ-ს შეუძლია საკუთარი შემოსავლების გენერირება და მათი მიზნობრივი გამოყენება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დატვირთვას ამცირებს და ზრდის ფინანსურ მდგრადობას. ამდენად, მიზანშეწონილია სხვადასხვა, მათ შორის, სამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებს მიენიჭოთ უფლებამოსილება - სხვადასხვა მიზნებისთვის დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი.
1777385634
საზოგადოებაპრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები
ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...
1777383811
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუ...
1777382955
ახალი ამბებიპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა...
1777382653
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი - მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს...
1777382264
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...



























