"არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ, ​არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს" - პრეზიდენტის საგანგებო განცხადება ბრიუსელიდან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებებს ეხმიანება:

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა დღეს ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ.

მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ წინ წავწიო ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი.

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ, ​არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", – ამბობს ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ;

* დიმიტრი ხუნდაძე - თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია

1786344347

ახალი ამბები

„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...

პოლიცია

1786342669

მსოფლიო

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნ

1786340627

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული

გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...

ირაკლი ქადაგიშვილი