არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს, რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, რომ „ნაცი“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ადამიანების წამება და რეკეტი.

„არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! ჯერ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობით, რომ არაფერი გამოუვიდათ, არჩევნების არ ცნობა. იგივე გააკეთეს 2016 წელს, 2020 წელს, 2021 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ერთი და იგივე სცენარი.

არჩევნებში, რომ დამარცხდებიან ხოლმე, მერე გადადიან ხოლმე ძალადობრივ აქციებზე და სხვადასხვა სიმძაფრით იზრდება ხოლმე ძალადობები, რომ საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ ერთი არ არის საკმარისი და მეორეზე უნდა გადავიდნენ, რაც არ გამოსდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამართალდამცავი ორგანოების, ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების საკუთარი ჯანმრთელობის გაწირვის ფასად არ გამოსდით რევოლუციური სცენარები.

უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ვეღარ შეძლებს „ნაცი“, რომ აწამოს ქართველი. ვეღარ შეძლებს „ნაცი“, რომ ბიზნესი წაართვას. ვეღარ შეძლებს, რომ დააშანტაჟოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. იმიტომ, რომ ეს არის ის დიდი უბედურება, რომელიც გარედან იყო წახალისებული.

ამ ყველაფერს შუქურას, რომ ეძახდნენ დემოკრატიისას და თურმე ეს ყოფილა ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ, რომ დემოკრატიულ უკუსვლას გვეუბნებიან ძალიან საინტერესოა. შემთხვევით 2003 -2012 წლებში ხომ არ უნდათ დავბრუნდეთ, რომ გარედან საჩუქრის სახით სხვადასხვა შეფასებები და მადლობები მივიღოთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ გამოვა. ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საქმის კეთებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776972492

ახალი ამბები

გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხად...

არჩილ გორდულაძე

1776971444

ახალი ამბები

„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...

ხვიჩა კვარაცხელია

1776968029

ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი

გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ  „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1776966596

ახალი ამბები

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე...

დიასპორის კომიტეტ

1776965396

ახალი ამბები

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...

ბავშვიანი ოჯახები