გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ამ ადამიანის, თავდასხმები არახალია ჩვენთვის - ახლა პირდაპირ გადავიდა მუქარაზე

როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას, „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის თავდასხმამ ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

„ევროკავშირის ე.წ დიპლომატის, უბრალოდ არ შეიძლება სხვა რამ ვუწოდოთ ამ ადამიანს, თავდასხმები არახალია ჩვენთვის, მაგრამ სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწია მისმა თავდასხმამ ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე.

2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, იგი საზოგადოებას მოუწოდებდა, პირდაპირ ერეოდა არჩევნებში, აგიტაცია - კამპანიაში იყო ჩართული და ამბობდა, რომ თუ თქვენ გინდათ შეხვიდეთ ევროკავშირში „ქართული ოცნება“ ამ გზაზე ვერაფერში დაგეხმარებათ, აქამდე ეს ჩვეულებრივი მოწოდება იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერისა.

შემდეგ არაერთი განცხადება, არაერთი გვერდში დგომა სიძულვილის ენისა, კამპანიური თავდასხმებისა ვნახეთ მისი შესრულებით, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დღემდე ვერ დავაცდევინეთ, რომ ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ახლა პირდაპირ გადავიდა მუქარაზე. ქართველ ხალხს გვემუქრება, რომ რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მომავალში და თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, მაშინ ავდგებით და დაგაბრუნებთ იმ ბნელ წარსულში, რომელიც გქონდათო. ჩამოთვალა სამოქალაქო ომი, შიმშილი და უბედურება.

რა განსხვავებაა მაშინ ევროკავშირის წარმომადგენელსა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ წარმომადგენელს შორის? როგორც წესი საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნები იყვნენ პირდაპირ კრემლიდან დანიშნული. ჩვენ როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით.

ჩვენ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საქართველოში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს მომავალი ძალიან ცდება“, - აღნიშნავს გორდულაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776972492

ახალი ამბები

გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხად...

არჩილ გორდულაძე

1776971444

ახალი ამბები

„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). „კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ა...

ხვიჩა კვარაცხელია

1776968029

ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია 25-ზე მეტი „ჰეზბოლას“ წევრი და განადგურებულია დაჯგუფების ასობით ობიექტი

გასულ კვირას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ  „ჰეზბოლას“ 25-ზე მეტი წევრი მოკლეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჯარებს და გაანადგურეს ტერორისტული დაჯ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1776966596

ახალი ამბები

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელე...

დიასპორის კომიტეტ

1776965396

ახალი ამბები

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შ...

ბავშვიანი ოჯახები