ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ცნობიერების ამაღლების, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის ხელშეწყობის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და განხორციელებული კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე: ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურებისა და ხანგრძლივობის ზრდა; ბავშვზე გასაცემი ფულადი დახმარება და საბინაო პოლიტიკა.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია სამინისტროებთან, მთავრობასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, საპატრიარქოსთან და გაეროს მოსახლეობის ფონთან ერთად განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.

პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და სამინისტროში გაიგზავნა შეკითხვები, რომელთა პასუხებიც დღეს გავაანალიზეთ. ასევე, დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობასთან ერთად, აუცილებლად შევიმუშავებთ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776958285

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი, ეს უბრალოდ არ იციან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ირანი გარიგების დადებამდე ვერცერთი გემის შესვლისა და გასვლის ნებართვას ვერ მიიღებს. „ირანს...

ტრამპიტრამპი

1776956754

ახალი ამბები

საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კ...

საქართველოს დელეგაცია

1776955798

საზოგადოება

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მო...

მარიამ ქვრივიშვილი

1776955344

საზოგადოება

ილია ინჯია: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულება, პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე...

ილია ინჯია

1776954589

ახალი ამბები

მსხალაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა

წარმატებული გამოდგა ქართველი ძალოსნების გამოსვლა ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატის მეოთხე დღეს. ჩვენმა სპორტსმენებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს. 88 კგ. წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა...

ზურაბ მსხალაძე