არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.

გორდულაძე ამბობს, რომ ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.

„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“, - აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790944710

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში

1790943836

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ყველამ ვიცით, 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წ...

ანალიტიკოსი

1790943065

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს...

მაია ბითაძე

1790942289

ახალი ამბები

გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს...

პროკურატურა

1790941710

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და აქტიურად მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური

„საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ე...

ლევან ჟორჟოლიანი