ლევან ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და აქტიურად მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური

„საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული და მათ შორისაა, როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

„ხელისუფლებამ მოახერხა უზრუნველეყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9.3%. ასევე, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს აღნიშნული საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მმართველობის მიმართულებით და კორუფციასთან ბრძოლის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790939571

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა...

ლევან მაჭავარიანი

1790937851

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

„საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირები...

გიორგი გაბუნია

1790936902

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1790935996

ახალი ამბები

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულ...

 ფორუმი

1790934636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის...

ლევან მაჭავარიანი