კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლებლების საჭიროებები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები. კულტურის მინისტრმა დარგის წარმომადგენლების და სასწავლებლების ხელმძღვანელების მოსაზრებები მოისმინა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მზად არის როგორც შემოქმედებითი და სასწავლო, ასევე ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მიმართულებებით არსებული საკითხები დარგის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე განიხილოს და შესაბამისი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები მიიღოს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და სახელოვნებო განათლების და მუსიკალური ხელოვნების სამმართველოს უფროსი თამარ წულუკიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790939571

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა...

ლევან მაჭავარიანი

1790937851

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

„საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირები...

გიორგი გაბუნია

1790936902

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1790935996

ახალი ამბები

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულ...

 ფორუმი

1790934636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის...

ლევან მაჭავარიანი