არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გარე ძალები ცდილობენ, საქართველოში თავიანთი აგენტები გადაარჩინონ.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები არის მცდელობა, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა, თუმცა ზეწოლის მცდელობებმა არც წარსულში იმოქმედა და მომავალშიც ვერ იმოქმედებს. ამასთან, გორდულაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის აიმაღლებს ხმას ევრობიუროკრატების მიერ იმ ძირითადი პრინციპების გათელვისთვის, რომელთა დასაცავადაც ევროსაბჭო და ევროკავშირია შექმნილი.
„გარეთ არსებული სხვადასხვა არჩეული თუ არ არჩეული ბიუროკრატიის უკან მდგომი ძალები - რეალურად ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამბავს აჟღერებენ - ცდილობენ, თავიანთი აგენტები გადაარჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა აგენტებს არ ექნებათ სურვილი, თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს. სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლას როდესაც ვამბობთ, დიახ, მათ შორის ვგულისხმობთ იმას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, ხოლო ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ახლა ეს თანამდებობის პირი გვეუბნება, რომ ჩვენი კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული და განმტკიცებული უფლება არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა, როგორც, მაგალითად, რამდენიმე თვის თუ რამდენიმე წლის წინ. ისინი პერმანენტულად, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ელჩი იქნება თუ სხვადასხვა თანამდებობის პირი უცხოეთიდან, ცდილობდნენ, რომ, მაგალითად, სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებები გაეკეთებინათ - იქამდეც კი მივიდნენ, რომ ელჩები პირდაპირ პროცესებზე ისხდნენ. ასეთი ზეწოლის მცდელობები არც წარსულში ჭრიდა და არც მომავალში გაჭრის. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას იმ ფუნდამენტური პრინციპების ძირის გამოთხრის გამო, რისთვისაც შექმნილია ზოგადად ევროსაბჭო და ევროკავშირი, რომლის ბიუროკრატიაც ახლა ფეხქვეშ თელავს საკუთარ პრინციპებსაც კი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1792735543
ახალი ამბებინინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს
„უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საკონსტიტუციო სარჩელის გაწ...
1792734525
ახალი ამბებინინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე: პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას
სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავ...
1792733335
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...
1792733019
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური
„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განა...
1792732426
მსოფლიოძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 16 ადამიანი
„ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ძლიერმა სტიქიამ ასობით სახლი დაანგრია,...






























