არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე

„ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელს, საზოგადოების თვალში, დასაბუთებაც არ სჭირდება, ვინაიდან საჯარო სივრცეში საკმარისად არის გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ოპოზიცია, საკუთარი განცხადებებით, დამატებით მტკიცებულებებს აძლევს მოსარჩელე მხარეს სარჩელის გასამყარებლად.

„სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, „ლელოს“ წარმომადგენლები, „გახარიელები“ თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად, საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად, 2024 წელს რაც გააკეთეს: უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, ხოლო როცა ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს, არჩევნებიდან ერთ თვეში, მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და, შესაბამისად, თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და, ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობაზე, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩაერთონ მიმდინარე განხილვაში, და მათი ეს ნაბიჯი შეაფასა კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფად.

გორდულაძის განმარტებით, ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ამიტომ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს უცხოელებმა უკეთ იციან საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა.

„წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ პარტიაში - „ლელოში“, რომ ისინი ამბობენ: ჩვენ უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, თუ რა პროცედურით განვიხილავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თურმე მან პროცედურაც კი არ იცის და პროცედურის განსაზღვრის შესაძლებლობაც კი არ აქვს და ვინმე სხვა უნდა განსაზღვროს გარედან. და რატომ? ეს ხომ მათ ქვეცნობიერის წამოცდენებია, იმიტომ, რომ მათ საკუთარი აზრიც კი არ აქვთ, არავინ აძლევს უფლებას, რომ გარედან გამოგზავნილ განცხადებაში წერტილი ან მძიმე მაინც შეცვალონ. იგივეა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მეტად და უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა. ამ ნონსენსში არიან ჩაცვენილები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომის პროცესის მიმდინარეობისას“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792735543

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს

„უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საკონსტიტუციო სარჩელის გაწ...

ნინო წილოსანი

1792734525

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე: პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავ...

ნინო წილოსანი

1792733335

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ზოგადი

1792733019

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური

„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განა...

არჩილ გორდულაძე

1792732426

მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 16 ადამიანი

„ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ძლიერმა სტიქიამ ასობით სახლი დაანგრია,...

 მიწისძვრა ჩინეთში