არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი არ გააჩნია, რატომ არ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად.

მისი შეფასებით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობს სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. გორდულაძე განმარტავს, რომ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთად სწორედ იმიტომ სამართლდება, რომ მათ საერთო იდეოლოგია, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, არჩევნების არაღიარება და ბოიკოტი აერთიანებთ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლებრივად დასაბუთდეს ამ პარტიების გაუქმების აუცილებლობა.

„ორი დღის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვანახებს თავის სახეს, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან არაკონსტიტუციურები, და, მათ შორის, არც პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ცდილობენ, მთელი ორი დღის განმავლობაში სამართლებრივი პროცესი გადაიყვანონ როგორმე პოლიტიკურ ჭრილში. ერთადერთი, რასაც საუბრობენ, არის: ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო?! აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია: ისინი, თავიანთი ჩამოყალიბებიდან, სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან, მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში; ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, არჩევნების არაღიარებაში, ბოიკოტში... მათ შორის - გახარიელებიც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში. და რას ელოდებოდნენ? თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ, თუ როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები, სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად გამოცხადება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792736976

ახალი ამბები

ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა,ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფ...

ანზორ ჩუბინიძე

1792735543

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს

„უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საკონსტიტუციო სარჩელის გაწ...

ნინო წილოსანი

1792734525

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე: პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავ...

ნინო წილოსანი

1792733335

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ზოგადი

1792733019

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური

„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განა...

არჩილ გორდულაძე