არჩილ გორდულაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ, ახლა ამ პორტის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემაზე საუბრობენ, რაც ხაზს უსვამს მათ სურვილს, ქვეყანა გარე მმართველობას დაემყაროს

„არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტს ვერ და არ აშენებდნენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მათ პირობები ოცჯერ შეუცვალა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ.

„საქართველოს კონსტიტუციაშიც კი შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა, რათა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ინვესტორების მოსაზიდად ხელშეწყობა ჰქონოდათ. მათ არცერთი საერთაშორისო არბიტრაჟი არ დაუტოვებიათ, რომელიც არ წააგეს. ისინი ცდილობდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდნენ.

ვიცით, რომ ისინი პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ და პოლიტიკას თავი შეაფარეს. ახლა ისინი ამ პორტის სხვა ქვეყნების მართვაში გადაცემაზე საუბრობენ, რაც ერთი მხრივ, ნონსენსია, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამს მათ სურვილებს, რომ საქართველოს მმართველობაში სტრატეგიული ობიექტები არ იყოს და ქვეყანა გარე მმართველობაზე უნდა იყოს დამყარებული, ამას ვერ ეღირსებიან“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783498935

ახალი ამბები

შს სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...

დავით კიკნაძე

1783498324

ახალი ამბები

ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახ...

 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

1783498313

საზოგადოება

9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა. ინფორმაციას თბილ...

ბურთიბურთი

1783497502

საზოგადოება

კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე...

კახა კალაძე

1783497275

ახალი ამბები

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ს...

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციი