შს სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია“, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.

აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.

დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.

გამოძიებით, ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.

ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იქნება აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783498313

საზოგადოება

9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა. ინფორმაციას თბილ...

ბურთიბურთი

1783497502

საზოგადოება

კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე...

კახა კალაძე

1783497275

ახალი ამბები

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ს...

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციი

1783496022

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1783494562

ახალი ამბები

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკო...

 შვიდი პირი დააკავა,