ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.

„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783497502

საზოგადოება

კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე...

კახა კალაძე

1783497275

ახალი ამბები

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ს...

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციი

1783496022

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1783494562

ახალი ამბები

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკო...

 შვიდი პირი დააკავა,

1783493842

ახალი ამბები

სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქს...

სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტო