შალვა პაპუაშვილი: უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის
ბელგრადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ვიზიტი გრძელდება.
საქართველოს პირველი კანონმდებელი სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობს.
შეხვედრის მეორე დღეს დელეგატები დეტალურად განიხილავენ ორგანიზაციულ საკითხებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ფორმატმა.
იგეგმება დეკლარაციის მიღებაც, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის პირველი პირები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით საკუთარ ხედვებს დააფიქსირებენ.
იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.
„უნდა შევთანხმდეთ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობაზე, ასევე შეხვედრებს შორის სამუშაო პროცესი როგორი იქნება, როგორ იქნება კომუნიკაცია ჩვენს შორის, რა დამატებითი იდეები, ღონისძიებები, აქტივობები შეიძლება იყოს პარლამენტს შორის ურთიერთობისა, კომიტეტების დონეზე იქნება თუ სხვა სახის. ასევე, ჩვენი იდეები, რომელიც ბრიუსელს მიემართება.
საბოლოო ჯამში, ამ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ასევე შევათანხმებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც მთლიანად ამ კონფერენციის იდეა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს გვაქვს განზრახვა, რომ ერთად ვიმუშაოთ გაწევრიანების გზაზე, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, დავეხმაროთ, გავაერთიანოთ ჩვენი ხმა და ერთიანი ხმით ვიყოთ წარმოდგენილი ამ პროცესში და ვიყოთ ამ პროცესის შემქმნელები და მონაწილენი და არა უბრალოდ ამ პროცესის ობიექტები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1783498313
საზოგადოება9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა. ინფორმაციას თბილ...
1783497502
საზოგადოებაკახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე...
1783497275
ახალი ამბებიშს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ს...
1783496022
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქ...
1783494562
ახალი ამბებიშსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკო...



























