არჩილ გორდულაძე: შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა

სუსმა დაადასტურა, რომ შერგელაშვილის განცხადება კამიტთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომელიც მიზანმიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

მისივე თქმით, შერგელაშვილი არის მართული ადამიანი.

„ადგილი გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც სპეცსამსახურები და გარე ძალები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად, გარედან მართულ ადამიანად და მის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შსს მუნდირს და მუნდირის ფეხქვეშ გათელვის შედეგად ახლა უკრაინაშია გაქცეული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

„ბიბისის“ ერთ-ერთი დასაყრდენი, უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილია, სწორედ ის არის ერთადერთი მოწმე, რომლის გამოკითხვა სუსმა ვერ მოახერხა. მისი სახელი და გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში და ბექა ჭულუხაძესთან კავშირში იკვეთება, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო

დღეს, სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუსში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765020781

ახალი ამბები

სუსი: მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“

„მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსო...

სუსისსუსის

1765019058

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამი „საოცრება" ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა, საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს და „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. კირცხა...

 ირაკლი კირცხალიამ

1765018775

ახალი ამბები

ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტუ...

ილია სულამანიძე

1765017690

ახალი ამბები

სუსი: გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

„გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვ...

ლაშა მაღრაძე

1765016556

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია

„„ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუსის უფროსის პირველ...

სუსისსუსის