გიორგი ჩაკვეტაძე: უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუსის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს”“, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ბიბისი“, სიცრუის „ფორმულას“ და „მთის ამბების” დონეზეა დაცემული. დეპუტატი ახლა ელის გამოძიების მეორე მიმართულებას - იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

„უცხოური სპეც. ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს”. სამინისტრო აქციების მართვის საჭიროებიდან გამომდინარე იყენებდა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილს” და მის გამხსნელად - „პროპილენ გლიკოლის” ხსნარს. ამათგან, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ასე რომ, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. სამწუხაროდ, „ბიბისი“ სიცრუის „ფორმულას“ და „მთის ამბების” დონეზეა დაცემული. ახლა კი, ველოდებით გამოძიების მეორე მიმართულებას - იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით.მჯერა, კიდევ მეტს შევიტყობთ ფიგურანტებს შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყანას, უცხოეთის ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ. უკვე მერამდენე შემოტევაა ქართული სახელმწიფოზე და ამაყი ქართველი ხალხი ღირსებით იცავს თავის სამშობლოსა და სუვერენიტეტს!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765019058

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამი „საოცრება" ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა, საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს და „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. კირცხა...

 ირაკლი კირცხალიამ

1765018775

ახალი ამბები

ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტუ...

ილია სულამანიძე

1765017690

ახალი ამბები

სუსი: გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

„გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვ...

ლაშა მაღრაძე

1765016556

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია

„„ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუსის უფროსის პირველ...

სუსისსუსის

1765014324

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: FARA-ზე გამოაშკარავდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულნი - დიდი ეჭვია, რომ „კამიტის“ ბოდვაზე აგებული ამბავიც ამ ლობისტური კომპანიის შედეგია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება ამერიკის იუსტიციის გვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს „ნაციონალურ...

გიორგი სოსიაშვილი