ლევან მაჭავარიანი BBC-ის ფილმზე: დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული

სუსის გამოძიებითაც დადასტურდა ის, თუ რა აბსურდის თეატრი შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში BBC ჰყავდათ ამ ყველაფერში ჩართული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე. თუმცა, გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ბანკმაც კი შესწირა თავისი რეპუტაცია, საქართველოში რომ ზეწოლა განეხორციელებინათ - კონკრეტულად, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. რა თქმა უნდა, ასეთი ზღაპრების ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ და გამოძიების გარეშეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე. დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, რაღაც ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765020781

ახალი ამბები

სუსი: მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“

„მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსო...

სუსისსუსის

1765019058

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამი „საოცრება" ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა, საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს და „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. კირცხა...

 ირაკლი კირცხალიამ

1765018775

ახალი ამბები

ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტუ...

ილია სულამანიძე

1765017690

ახალი ამბები

სუსი: გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

„გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვ...

ლაშა მაღრაძე

1765016556

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია

„„ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუსის უფროსის პირველ...

სუსისსუსის