გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმისას მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილმა მამაკაცმა ბანკი თავად დატოვა, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, კვლავ ბანკის შენობაში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები. უცნობია, აქვს თუ არა თავდამსხმელს, დანის გარდა, სხვა იარაღი.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბანკში დარჩენილი ორი ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სპეციალური დანიშნულების ძალებმა. ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა შენობაში სხვა პირებიც.

სამართალდამცველების ცნობით, მასთან ამ დრომდე კონტაქტი არ დამყარებულა. ასევე, უცნობია თავდასხმის მოტივი. პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელს ჯერჯერობით არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმები და ვერტმფრენი. ბანკის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად არის შემოსაზღვრული. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784818652

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან

„საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართვ...

ბიძინა გიორგობიანი

1784816895

ახალი ამბები

ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული: არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე, თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს

„როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეო...

ონისე ოქრიაშვილი

1784815735

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა იმერეთში - კედლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 21 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.   ამავე ცნობით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამო...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1784814529

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სას...

თორნიკე ჭეიშვილი

1784813144

საზოგადოება

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა...

თელავის რაიონულმა სასამართლომ