პრეზიდენტი: დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში, დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით.
1917 წლის 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.
გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
1774417939
საზოგადოებაპრემიერი: გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას, ილია მეორეს დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია
„გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1774417710
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტებზე: ბოღმით მოცულები არიან. შეუძლიათ ადამიანი აბულინგონ წონის, ნერვიულობის გამო. რას ვიზამთ, თქვენთვის მანიაკი სააკაშვილი სჯობს და „შობლიური“ სალომე გიყვართ, ჰოდა გყავდეთ
ამ იდიოტებს რო ჰკითხო თავი მოგვეჭრა თურმე და ვინ ამბობს ამას? სალომე ზურაბიშვილისთვის ტაშისმკვრელი სექტა, ქალისთვის, რომელმაც 74 წელია ქართული ენა ვერ ისწავლა, მათ შორის ისე „იპრეზიდენტა,“ ერთი წინადა...
1774416067
საზოგადოებალევან მაჭავარიანი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქა...
1774415167
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში
ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-...
1774415121
საზოგადოებამელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს სხვა პრეზიდენტის მეუღლეებთან ერთად თეთრ სახლში უმასპინძლებს
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლ...


























