შალვა პაპუაშვილი: ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი შესწირა და 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი
ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეირემ 28 უმძიმესი წელი შესწირა,- წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სწორედ ილია მეორე იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად.
,,1917 წლის 25 მარტს (ძველი სტილით 12 მარტს), მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
106 წლიანი დამცირების შემდეგ, რომლის ანალოგიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ქართულმა საზოგადოებამ ისარგებლა თებერვლის რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებებით და მყისიერად აღადგინა უპირველესი საზრუნავი - ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
სწორედ ეს დიდებული აქტი იქცა დასაბამად საქართველოს დამოუკიდებლობის ხანგრძლივ გზაზე, რომელშიც თავისი წვლილი არაერთმა თაობამ თუ სახელოვანმა მამულიშვილმა შეიტანა.
სწორედ ასეთ მათგანს გამოვეთხოვეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ - უდიდეს ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ჭეშმარიტ მოწამეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად.
ავტოკეფალიის აღიარების საქმეს მან 28 უმძიმესი წელი შესწირა. კონსტანტინოპოლი თანახმა იყო მოენიჭებინა თავიდან, მაგრამ ჩვენი ეკლესია რუდუნებით უფრთხილდებოდა საუკუნეების გრიგალში გამოტარებულ უდიდეს საუნჯეს, მეხუთე საუკუნეში ანტიოქიისგან მიღებულ ავტოკეფალიას და იცავდა ამ მემკვიდრეობას. მხოლოდ რუსეთის ეკლესიას მოუწია 1943 წელს, სტალინის დავალებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა.
და აი, 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტატინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი. ტომოსი, რომელიც ცნობდა უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს მსოფლიო ეკლესიათა იერარქიაში.
ეს იყო უდიდესი დღე.
სიმბოლურია, რომ, როგორც გადმოცემა გვეუბნება, სწორედ 25 მარტი იყო ის დღე, როდესაც 326 წელს ახლადმონათლული მეფე მირიანის ბრძანებით მოკვეთეს საჯვარე ხე, რომლისგან დამზადებული ჯვარი აღმართეს მცხეთაში, იქ სადაც აიგო ჩვენი უძვირფასესი ტაძარი, სვეტიცხოველი. ასე მოექცა ქართლი, ასე გახდა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოს სულიერი საყრდენი, რომლის 1700 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ.
ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღეს“,- წერს პაპუაშვილი.
1774425354
ახალი ამბებიკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესიდა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნი...
1774423754
ახალი ამბებიარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მ...
1774422821
საზოგადოება2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულა...
1774420135
ახალი ამბებიპრეზიდენტი: დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში, დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ს...
1774418911
ახალი ამბები„ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველები...


























