2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.

მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774425354

ახალი ამბები

კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესიდა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნი...

კახა კალაძე

1774423754

ახალი ამბები

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მ...

იოვანე მჭედლიშვილი

1774422676

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი შესწირა და 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი

ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეირემ 28 უმძიმესი წელი შესწირა,- წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა...

 შალვა პაპუაშვილი

1774420135

ახალი ამბები

პრეზიდენტი: დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში, დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!

„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1774418911

ახალი ამბები

„ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   „სამართალდამცველები...

დაკავებადაკავება