აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას და ვაგრძელებთ ინვესტირებას, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალისა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში
ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ლესლი ლამიმ განაცხადა, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და აღვნიშნავ აზიის განვითარების ბანკის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამყოფებს და ავითარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას, საერთაშორისო ვაჭრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი, ძალიან გულდასმით დაგეგმილი, ძალიან კოორდინირებული შრომის შედეგი.
საქართველო აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის განვითარების, რადგან საქართველომ თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა კოლექტიური ძალისხმევის გარეშე.
მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის გარეშე, საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ ეს ორგანიზაციები და მთელი გულით ვულოცავ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას და კოორდინაციას. მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის და ახალი მიზნებისთვის.
ჩვენ საქართველოში 5 მილიარდზე მეტის ინვესტირება განვახორციელეთ. ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სოციალური უზრუნველყოფის შემქმნელია.
ამ საეტაპო მოვლენის აღნიშვნის კონტექსტში ვულოცავ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში და გრძელვადიანი შედეგების მოტანაში. გილოცავთ“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.
1767017102
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პი...
1767016588
ახალი ამბებიბექა ოდიშარია: 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვ...
1767015948
ახალი ამბებიელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ. კომისიის გა...
1767014537
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6959 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1767012289
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთ...































