დავით ქართველიშვილი: საქართველო, რომელმაც დაამარცხა ლიბერალური ფაშიზმი, არ უნდა გადაიქცეს განგსტერულ და კორუფციულ სახელმწიფოდ - არც ერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს

 არც ერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და მიმდინარე გამოძიებების თემის კომენტირებისას.

დავით ქართველიშვილის თქმით, უპრიანია ხელისუფლებამ თავად ამხილოს არსებული პრობლემა და მის გადაჭრაზე იზრუნოს, ვიდრე თავი აარიდოს მას.

„ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ საქართველო, რომელმაც დაამარცხა ლიბერალური ფაშიზმი და ე.წ. ოპოზიციის სახით აგრძელებს ამ ბრძოლას, არ უნდა გადაიქცეს განგსტერულ და კორუფციულ საქართველოდ. მან უნდა ამხილოს ყველა, ვინც უახლოეს წარსულში ასე თუ ისე, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან იყო აფილირებული.

არცერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში. ჩვენ ვერ დავასახელებთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოდან ვერცერთ წონად ფიგურას - მინისტრს, ან მინისტრის მოადგილეს, რომელსაც რეჟიმის დროს ბრალი წაუყენეს კორუფციაში, ქრთამის აღებაში, ეკონომიკურ დანაშაულში, თუ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში, ან სხვა მუხლით. ეს რას ნიშნავს? მსგავსი დანაშაული არ იყო ჩადენილი იმ 9 წლის განმავლობაში? რა ჯობია - შენივე ხელისუფლების დროს ამხილო პრობლემა, თუ გადადო მისი გადაჭრა ან გააზრება მომდევნო თაობებისა და ხელისუფლებების მხრებზე? მგონია, რომ მანკიერიც და კარგიც, თანაბრად უნდა შუქდებოდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767016588

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვ...

ბექა ოდიშარია

1767015948

ახალი ამბები

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ. კომისიის გა...

იტალია

1767014537

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6959 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

 ვალუტის კურსი

1767012289

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1767010801

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება

„21 დეკემბერს, „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება. ის, რასაც წერს ბატონი ტრამპი [BBC-ზე საჩივარშ...

კინორეჟისორი