ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა
„თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა“, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სააკაშვილს „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, ანტინოოსში დაინახავდა და არა ოდისევსში. ოდიშარია „მიშას და მის სხვა ნაცლიბერალ მხევლებს“ ურჩევს, რომ თავიანთი „კარის მჯღაბნელების“, მაგალითად, ლაშა ბუღაძის ციტატები წერონ და მათთან მისადავებელიც არაფერი იქნება.
„საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპეა, რომელიც ქმარს ოცი წელი ერთგულად ელოდებოდაო. მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ანტინოოსში დაინახავდა - კაცში, რომელიც ითაკას სამეფო სასახლეს მიიტაცებს და ძარცვავს, რომელიც სიხარბის განსახიერებაა: ყოველდღიურად კლავს ოდისევსის საქონელს, სვამს მის ღვინოს, ითვისებს ითაკას რესურსებს და სჯერა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად ეკუთვნის. ჰომეროსს ანტინოოსი ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი. ის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს პენელოპეზე, არამედ სრულიად არის პასუხისმგებელია იმ სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციაზე, რასაც ის და მისი ჯგუფი სასახლის მხევლებსა და მსახურ ქალებზე ახორციელებენ. რეალობის შეგრძნებადაკარგულსა და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულ ანტინოოსს მაშინაც კი დაცინვით უჭირავს ჭიქა და სმას განაგრძობს, როცა ოდისევსი მშვილდს მომართავს. მოკლედ, თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა.
ხოდა, მიშა და მისი სხვა ნაცლიბერალი მხევლები, გაეშვით ჰომეროსს და, ზოგადად, დიდ ტექსტებს, რომლებთანაც არაფერი გესაქმებათ. აციტირეთ ხოლმე თქვენი კარის მჯღაბნელები, მაგალითად - ლაშა ბუღაძე, და მოსადავებელიც არაფერი იქნება“, - წერს ოდიშარია.
1785741031
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს, ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორისაა შუა აზიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნები...
„ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები“, - ა...
1785739022
მსოფლიოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკ...
1785738953
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელ...
1785738882
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწი...
1785737770
მსოფლიოპაკისტანში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
„ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც, დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 18-ს აჭარბებს“, - ინფორმაციაზე Reuters იუწყება. ადგი...































