დავით რუსია: სების ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის დავით რუსიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პორტალი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებასა და ანალიზს როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
მისი თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს სწრაფ წვდომას მისცემს სანდო და ამომწურავ ინფორმაციაზე, რომლის მოძიებასაც ადრე გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა.
რუსიას შეფასებით, პორტალი საინტერესო შესაძლებლობას ქმნის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ისინი ეკონომიკურ მონაცემებს პირველწყაროდან - ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან მიიღებენ.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ამ თვეში მეორე დიდი შესაძლებლობა წარმოგვიდგინა ეკონომიკის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ანალიტიკოსებს და სტუდენტებს. მათ პორტალი შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში, სწრაფად და ამავდროულად დინამიკურად მიიღონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელთა მოძიებას დაახლოებით 5-10 წლის წინ თვეზე მეტი დრო სჭირდებოდა. ეს უპირველეს ყოვლისა გააადვილებს ინფორმაციაზე წვდომას და ანალიზის სიზუსტეს. ეროვნულ ბანკის საიტზე მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამედ ნებისმიერი ქვეყნის დაინტერესებული პირისა და ინვესტორისთვის“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
1785741031
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს, ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორისაა შუა აზიის, ჩვენი მეზობელი ქვეყნები...
„ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები“, - ა...
1785739022
მსოფლიოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკ...
1785738953
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელ...
1785738882
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწი...
1785737770
მსოფლიოპაკისტანში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
„ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც, დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 18-ს აჭარბებს“, - ინფორმაციაზე Reuters იუწყება. ადგი...































