ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ სახელმწიფო შესყიდვის პრეტენდენტებმა წინადადებები მიმდინარე წლის 16 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარს შეადგენს. სარგებლობაში გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით განხორციელდება.
დღემდე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა:
• UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩი;
• მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩი.
2 ივნისს, სტადიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს. სამომავლოდ, ასევე, არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიება იგეგმება.
2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად ,,აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება.
ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
წესები და პირობები, საკონტაქტო და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eauction.ge/Home/EntityView/1251710
1776150280
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიე...
1776150062
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს,...
1776149498
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხ...
1776149339
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78...
1776147307
ახალი ამბებისაქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდ...






























