ბათუმში ბრალდებულმა ნაცნობ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1780894614
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780863997
ახალი ამბებისომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ ვაანგ ომაკიმიანმა წარადგინა. მ...
1780862907
ახალი ამბებიქიმბარიშვილი: როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება - მასალები შეიკვრება სამართალდარღვევის ოქმთან ერთად და საქართველოს კანონმდებლობით გადაეგზავნება
როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, იმას ნიშნავს, რომ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შს სამინისტრო...
1780861057
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყო...
1780859874
ახალი ამბებიმიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია
თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სა...































