შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, „11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის პირველი დიალოგი შედგება, რას ელოდებით?ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულებაა, ჩატარდეს ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები.
სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1780901597
ახალი ამბებიბათუმში ბრალდებულმა ნაცნობ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან ს...
1780900183
ახალი ამბებისტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...
1780895222
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილი...
1780895180
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...
1780894614
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...































