საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავშირების განმტკიცების პროცესში. ნინო წილოსანმა კანადის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ქვეყნის სტრატეგიულ როლსა და დასავლური კურსისადმი მის ერთგულებას დაეთმო.
„კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საქართველოს როგორც ევროკავშირისთვის, ისე მთლიანად დასავლური სამყაროსთვის აქვს. კანადის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა. იმედია, ეს ინტერესი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, ხელი შეუწყონ ორმხრივ ვიზიტებს და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
1780900183
ახალი ამბებისტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...
1780895222
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილი...
1780895180
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...
1780894614
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780863997
ახალი ამბებისომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ ვაანგ ომაკიმიანმა წარადგინა. მ...































