ნიკოლაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვინ ჩვენ? ვის გულისხმობს ელჩი „ჩვენ“-ში, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები?
თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
ნიკოლაშვილის განცხადებით, ჰერჩინსკის განცხადებაში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვის მოიაზრებს ის სიტყვა „ჩვენში“ და ვინ უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხსნელად, ის ფონდები ხომ არა, რომლებიც უხვად აფინანსებდა სხვადასხვა ძალადობრივ კამპანიებს საქართველოში.
მისივე თქმით, ჰერჩინსკიმ, ფიშერმა და სხვებმა უნდა დაინახონ ქართველი ხალხი და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ.
„ვინ ჩვენ? სინამდვილეში მთავარი კითხვა სწორედ ესაა - ვის გულისხმობს ევროკავშირის ელჩი „ჩვენ“-ში და ვის მოიაზრებს ქართველ ხალხში. რა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ ქართველის ძახილი მოისმინოს? რეალურად, ქართველი ხალხის ხმის გაგონება ან ერთიანობის დანახვა ისეთ საყოველთაო მნიშვნელოვან დღეებშია შესაძლებელი, როგორიცაა არჩევნები ან განსაკუთრებული თარიღები. ქართველი ხალხი ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გამომშვიდობებისას.
ქართველი ხალხის ნება და ხმა გავიგეთ არჩევნებზე გამოხატულ ნებაში. ეს დაინახა ყველამ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს დანიშნულებასა და ფუნქციაზე სრულიად განსხვავდება საკუთრივ ქართველი ხალხის მოსაზრებებისგან. ქართველმა ხალხმა გამოიარა ომიც, სიღარიბეც, ძალადობაც, გაჭირვებაც და კორუფციაც და მისი მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ აღარასდროს დაბრუნდეს იქ, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად გამოვიდა.
და ვინაა ის „ჩვენ“, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები? ბალტიისპირეთში თავშეფარებული ენჯეოები? თუ ვინ? სინამდვილეში, ბატონი ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის. მიჰბაძონ არტურ ლაისტს, უორდროპებს, სხვებს. ეგზარქოსების და ნამესტნიკების დრო ჩვენ არ გვიყვარს“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.
1776958285
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი, ეს უბრალოდ არ იციან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ირანი გარიგების დადებამდე ვერცერთი გემის შესვლისა და გასვლის ნებართვას ვერ მიიღებს. „ირანს...
1776956754
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კ...
1776955798
საზოგადოებაჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მო...
1776955344
საზოგადოებაილია ინჯია: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულება, პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე...
1776954589
ახალი ამბებიმსხალაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა
წარმატებული გამოდგა ქართველი ძალოსნების გამოსვლა ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატის მეოთხე დღეს. ჩვენმა სპორტსმენებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს. 88 კგ. წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა...





























