საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარი შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ქართულმა მხარემ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორის ზრდის მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელზე - 2025 წელს ქვეყანამ 127,895 ჩინელი ვიზიტორი მიიღო, რაც 44%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინურ ავიაკომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე თბილისიდან როგორც პეკინის, ასევე ჩინეთის სხვა ქალაქების მიმართულებებით პირდაპირი რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა და „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის ფუნქციონირების შესაძლებლობაზე.
აღინიშნა, რომ „China Southern Cargo”-ს სატვირთო ოპერაციებისთვის თბილისიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომა შავი ზღვის პორტებზე, სარკინიგზო დერეფნებსა და ასევე რეგიონის საავტომობილო ქსელებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების ტრანსპორტირების მასშტაბს და ეფექტიანობას.
ავიაკომპანია „China Southern Airlines” ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდია არამარტო ჩინეთის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. კომპანია ავიარეისებს 121 მიმართულებით მსოფლიოს 65 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის საქართველოში.
1776953657
საზოგადოებაირაკლი ხელაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდ...
1776952875
საზოგადოებაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებლად უნდა იყოს, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა, საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი
„ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს“,...
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951464
ახალი ამბებიპრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...
1776951358
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ა...



























