ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოფენას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ასევე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი ჯგუფელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.

ინკლუზიური განათლების ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული უნარების აღმოჩენა-განვითარებაზე, ზრუნვასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე გათვლილი საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სპორტული და სხვა აქტივობები ხორციელდება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სხვადასხვა რესურსისა და მასალის გამოყენებით ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ტექნიკას და ამზადებენ კერამიკის ნივთებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780345702

საზოგადოება

კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს: ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია

ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი-2“-ის დებატებში და ამით უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს...

კახა კალაძე

1780345669

საზოგადოება

კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია

დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. მი...

კახა კალაძე

1780345623

საზოგადოება

კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ

რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? „არქისთან“ დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? - ასე უ...

კახა კალაძე

1780345577

საზოგადოება

კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ

ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „...

კახა კალაძე

1780345094

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ

26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მ...

გიორგი ტყემალაძე