კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ საღამოზე მსმენელის წინაშე ორკესტრთან ერთად ცნობილი სოლისტი - მაჩეი კულაკოვსკი (ჩელო) წარდგა. შესრულდა ანტონინ დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (სი მინორი, თხზ. 104) და პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია №6, „პათეტიკური“ (თხზ. 74). კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისს პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრი ეწვია. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ორკესტრს სახელოვანი ქართველი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ისე ხვალ მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს კლასიკური მუსიკის იმ მაღალი ხარისხით, რასაც ბატონი გოგი და ასეთი დიდი ტრადიციების მქონე სიმფონიური ორკესტრი გვთავაზობენ. დღევანდელ საღამოს მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია და ოვაციები სწორედ ამაზე მეტყველებს.

მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მაესტრო გოგი ჭიჭინაძეს და ყველას, ვინც ამ მუსიკალური ზეიმის შექმნაში მონაწილეობდა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

ხვალ, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის მეორე კონცერტი გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780376627

ახალი ამბები

კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა მცხეთიდან დიდ დი...

კახა კალაძე

1780375576

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი

1780347275

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ ლუგანსკსა და ხერსონის ოლქზე თავდასხმებით კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინა. „როგორც ჩანს, სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავ...

ვლადიმერ პუტინი

1780345702

საზოგადოება

კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს: ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია

ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი-2“-ის დებატებში და ამით უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს...

კახა კალაძე

1780345669

საზოგადოება

კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია

დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. მი...

კახა კალაძე