ბექა დავითულიანი: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება

„კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება. კარგია, რომ ჩვენი კოლეგები ამ ინვესტიციას უკვე თავადაც ე.წ არაბულ ქალაქს უწოდებენ, რადგან ე.წ.-ის წინსართად გამოყენება უკვე მათთვისაც ნიშნავს, რომ ის მართლაც არავითარი არაბული ქალაქი არ არის“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომპანია „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ამ ქალაქის ახალ მშენებლობებში დაახლოებით 10-12 % უცხოელი იძენს ქონებას.

„რატომ მოუნდება მაინცდამაინც კრწანისის ტყე-პარკში, მაინცდამაინც ფონიჭალის მიმდებარედ არაბ მილიონერს გადმოსვლა და დასახლება, თუ არ სახლდება დღეს, მაგალითად, ტაბახმელაში ან სხვაგან?! ნაკლები სიმწვანეა სხვაგან? თუ ფული არ ყოფნით რომ იქ იყიდონ? იქ მშენებლობა თბილისისთვის დიდი პრობლემააო და სამშენებლო ტერიტორიის 80 %-ზე მეტი თბილისს საერთოდ არ ეკუთვნის და გარდაბანს განეკუთვნება.

ამ თემაზე სპეკულაციას უნდა მოვრჩეთ. კეთდება განაშენიანების რეგულირების გეგმა და ამ გეგმის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებდით ამხელა პროექტს.

რაც შეეხება ხელშეკრულების საიდუმლო პუნქტს, პრაქტიკულად ყველა დიდ საერთაშორისო პროექტს აქვს კომერციული საიდუმლოების მუხლი და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ამიტომაც სპეკულაციებს ამ თემაზე უნდა მოვრჩეთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783692617

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია

„ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტური...

გიორგი გაბუნია

1783691047

ახალი ამბები

ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ

„ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ“, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებუ...

ზურაბ ჩიკვილაძე

1783689613

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება

გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს გ...

თენგიზ შარმანაშვილი

1783689047

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

იტალია

1783688817

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ ან უნდა აიძულოს „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან, სხვა შემთხვევაში, თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმიანება და წერს, რომ თუ პარტია ALDE არ გაემიჯნება ტერორიზმს თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანებ...

შალვა პაპუაშვილი