ნოდარ ბოკერიამ საკრებულოს სხდომაზე ანაკლიის პორტზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც ანაკლიის პორტს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, განცხადებებს შეეხებოდა.
მისი თქმით, გრიგოლ გეგელიამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში გეგელიას უპასუხა და აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომას პარტია „ლელოს“ წარმომადგენელიც ესწრება.
„გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სამართავად უნდა გადაეცეს საერთაშორისო სანდოობით აღჭურვილ ოპერატორს. მე მართლა მაინტერესებს, ალბათ „ლელოს“ წარმომადგენელს პასუხი ექნება ამ კითხვაზე, თუ თქვენი პარტია აღარც მალავს იმას, რომ უცხოეთიდან იღებთ დირექტივებს და ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაზიანდეს, მაგრამ გრიგოლ გეგელია იკარგება თავის პოლიტიკურ მესიჯებსა და ლოგიკაში.
თუმცა, როდესაც ამ განცხადების სიღრმეებში შევალთ, უფრო დიდ ტყუილსაც შევხვდებით. ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, ანაკლიის მიღმა რა ისტორია დგას. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ეს ძალიან წარმატებული პროექტი.
ჩვენ ვნახეთ მრავალი პუნქტი, რომლებიც მამუკა ხაზარაძემ ვერ განახორციელა, შემდეგ მოითხოვა ამ პუნქტების შეცვლა. ვერ ჩამოიყვანა ინვესტორები, ვერ მოიზიდა ფული და საბოლოოდ, ფაქტობრივად, ამ პროექტის საბოტაჟი მოახდინა“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ დასკვნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველა სასამართლო პროცესი წააგო.
„შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე თქვენმა ლიდერმა არაერთხელ აგო პასუხი. მაგალითად, 2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის წინაშე „ანაკლია დეველოპმენტ კონსორციუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ მამუკა ხაზარაძეა, დაეკისრა 650 ათასი დოლარი, ხოლო 2025 წელს საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის არბიტრაჟის წინაშე ასევე გამტყუნდა თქვენი ლიდერი. გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ჩვენს ხედვას მშვიდობის ეკონომიკას ვუწოდებთო.
თქვენს პარტიას რომ მშვიდობასა და ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს, ეს ძალიან კარგადაა ხალხისთვის ცნობილი. რეალურად, ვისაც მშვიდობასთანაც და ეკონომიკურ განვითარებასთან აქვს კავშირი, არის სწორედ „ქართული ოცნება“. ეს რეალური საქმით ჩანს და ამას ადასტურებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დააფიქსირა.
კარგად არის ცნობილი, რომ შემუშავდა ახალი მიდგომა, ე.წ. აპრობირებული „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ანაკლიის პორტის მმართველობა და კონტროლი სრულად იქნება საქართველოს კონტროლის ქვეშ, თუმცა ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ინვესტორების პრაგმატული და რაციონალური ჩართულობა, ოღონდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
მე მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული და მჯერა, რომ ეს პროექტი შუა დერეფანში საქართველოს როლს ერთი ორად აამაღლებს. ხოლო „ლელოს“ ადგილას მე, უბრალოდ, თავდახრილი ვიჯდებოდი, მოვისმენდი კრიტიკას და არ გავაკეთებდი ხმამაღალ განცხადებებს იმ პროექტზე, რომელიც სწორედ თქვენს პარტიას და ლიდერს უკავშირდება“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
1783692617
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია
„ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტური...
1783691047
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ
„ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ“, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებუ...
1783689613
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება
გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს გ...
1783689047
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1783688817
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ALDE-მ ან უნდა აიძულოს „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან, სხვა შემთხვევაში, თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმიანება და წერს, რომ თუ პარტია ALDE არ გაემიჯნება ტერორიზმს თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანებ...






























