ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსული ბიზნესკავშირები - გამჭვირვალობის კვლევა
ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსული ბიზნესკავშირები, - არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.
როგორც კვლევაში წერია, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს სანქცირებულ სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ, „კაგებეს“ გენერალ და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უჩა მამაცაშვილს და ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ასევე საერთო ბიზნესი აქვთ რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან.
„აღნიშნული ბიზნესსაქმიანობა უკავშირდება კომპანია „გეო ორგანიკსს“, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთშია წარმოდგენილი“, - ნათქვამია ვრცელ კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა.
„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება. მსგავს შეფასებას იძლევა Freedom House-იც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებისას: „ოლიგარქიულ გავლენას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მედია გარემო, ხოლო პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.
სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს“, - ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევრები.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
ასევე საინტერესოა:
🔵 „სიხარულისგან ატირებული დატოვეს ბებო“ - ნიკოლოზ წულუკიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































