„ბრალდებულმა არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით გარყვნილი ქმედებები განახორციელა“ - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა. ასევე ბრალდებული დაზარალებულს მომხდარი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 151-ე მულის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761828269
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...
1761826563
ახალი ამბებინინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის რიგი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოდის
აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები, თუ სხვადას...
1761822861
ახალი ამბებიპირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაც...
1761821723
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იარაღებიდან გასროლის კადრები და ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და გავარკვიე ეს ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შვილის ქორწილში
„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კად...
1761821144
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. „ერთი...


























