პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - „Instagram“-ის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა.

პროკურატურამ დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება და მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული, ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ბრალდებულის დაკავება მოხდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761829144

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდ...

გივი მიქანაძე

1761828269

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“

მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...

რატი იონათამიშვილი:

1761826563

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის რიგი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოდის

აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები, თუ სხვადას...

ნინო წილოსანი

1761821723

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იარაღებიდან გასროლის კადრები და ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და გავარკვიე ეს ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შვილის ქორწილში

„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კად...

ირაკლი ლატარია:

1761821144

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. „ერთი...

დავით მათიკაშვილი